ამერიკელი კონგრესმენები გახარიას – ”ოცნების” პოლიტიკა რეგიონში პუტინის გავლენას აძლიერებს”

ამერიკელი კონგრესმენები გახარიას - ”ოცნების” პოლიტიკა რეგიონში პუტინის გავლენას აძლიერებს”საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

წერილს ხელს ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი აწერენ.

“კონგრესის წევრები ვიყავით მხარდამჭერები საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

2019 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნეთ, რომ შეშფოთებული ვართ დაპირებული დემოკრატიული პროცესების ჩაგდებით და მასთან დაკავშირებული მშვიდოპბიანი პროტესტის წინააღმდეგ გამოხატული ძალადობით.

ჩვენ, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის საკითხის პოლიტიზებით ვართ შეშფოთებულნი.

ახლა, საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, ვიმეორებთ მოწოდებას, რომ დაიცვათ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ პრევენცია საარჩევნო პროცესში საშინაო და საგარეო ჩარევისგან.

თქვენ საპასუხო წერილში, რომელიც 2019 წლის 17 დეკემბრით თარიღდება, გვპირდებოდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდებოდა, თუმცა მიმდინარე ანგარიშები მიუთითებს იმაზე, რომ ფეისბუკმა დახურა დიდი რაოდენობის ანგარიში, რომელსაც აფინანსებდა “ქართული ოცნება”. ეს ანგარიშები ავრცელებდა ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ მასალას, რაც მიუღებელია.

ამასთან, ჩვენ ვართ შეშფოთებული ანგარიშებით, რომელთა მიხედვითაც “ქართული ოცნების” მიერ შეჩეული პროკურორები ხელახლა იძიებენ ძველ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო კორპორაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს უკავშირდებათ.

კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის გასაღები. ამასთან, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ჩატარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ეს პირობა თქვენი პარტიის მხრიდან მივიღეთ.

მას შემდეგ, რაც 1991 წლიდან საქართველო დამოუკიდებელია, მოწმეები ვართ, რომ ქართველი ხალხი მიიწევს დემოკრატიისკენ და უფრო ღრმა პარტნიორობისკენ დასავლეთთან. თუმცა, მიუხედავად დაპირებისა, ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები ნეგატიურად აისახება საქაართველოს იმიჯზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებელი მიგვითითებს საქართველოში გამოკვეთილ გადახვევაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან. ამერიკული და ევროპული კომპანიები განიცდიან ზეწოლას.

მივიჩნევთ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური სამიზნეა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მთავრობამ მოახდინა ამერიკული კომპანიების მიერ დაგეგმილი ინვესტიციების პრევენცია. ასეთი არახელსაყრელი ბიზნესგარემო მომავალში ამერიკულ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე უარს ათქმევინებს. შემცირებული ინვესტიცია კი ზიანს არა მხოლოდ ქართველებს მიაყენებს, არამედ მოსახლეობას იმედს გაუცრუებს დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის შესახებ. ეს, ასევე, გააძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში.

საქართველოს შეუძლია იყოს სასიცოცხლო ჰაბი სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან ცენტრალურ აზიაში და პირიქით. ეს იქნებოდა ხელსაყრელი ქართული ეკონომიკისთვის.

იმედი გვაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს დემოკრატიას და მოახდენს ორპარტიულობის პრევენციას. ეს კონგრესში საკმაოდ ნეგატიურად არის აღქმული.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა იმუშავებს შტატების კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზციებთან დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერებისთვის იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს გააგრძელოს და იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი მომავალშიც. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს.”- ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

რუსთავი 2