ანდრიუს კუბილიუსი – ”არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“

ანდრიუს კუბილიუსი - ”არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“თქვენი პარტიების ლიდერები დამპირდნენ, რომ საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა, ასე რომ, გადაეცით ჩემი სურვილი – მე კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.

„მე ბევრი შეხვედრა მქონდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, მმართველ პარტიასთან, პარტიის ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით. ასე რომ, მინდა, გთხოვოთ, რომ თქვენი პარტიების ლიდერებს ჩემგან ერთი ძალიან მარტივი გზავნილი გადასცეთ. მე ისინი დამპირდნენ, რომ დიალოგს შედეგი ექნებოდა და საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა. ასე რომ, გადაეცით ჩემი სურვილი – მე კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება. დაბოლოს, შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“ – განაცხადა კუბილიუსმა.

იპნ