ანტუან გრიზმანი: ”შემიძლია სუარესის პოზიციაზე ვითამაშო”

ანტუან გრიზმანი: ”შემიძლია სუარესის პოზიციაზე ვითამაშო”ბარსელონას ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა რომ მას შეუძლია ლუის სუარესის პოზიციაზე თამაში, თუ კიკე სეტიენი მისგან ამას მოითხოვს. გრიზმანის თქმით ის ყველა პოზიციაზე თამაშს მიეჩვია და ამ მხრივ პრობლემა არა აქვს:

”თუ მწვრთნელი დამავალებს, შემიძლია ცენტრალური თავდამსხმელი გავხდე, რადგან ამის გამოცდილება მაქვს, თუმცა სიღრმიდან თამაში მირჩევნია. სუარესის არყოფნა ჩვენთვის პრობლემაა, მაგრამ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ”. ლუის სუარესი კუნთის ტრავმის გამო თავის გუნდს 4 თვის მანძილზე ვერ დაეხმარება.