აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩიას გულის შეტევა მოუვიდა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩიას გულის შეტევა მოუვიდააფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩია ჰოსპიტალიზებულია, რომელსაც დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გულის შეტევა დაემართა.

ის სასწრაფო დახმარების ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. „სპიკერი“ შენობიდან ექიმების თანხლებით გამოვიდა, რა დროსაც „პარლამენტის” შენობასთან შეკრებილებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებდა.

ვალერი კვარჩია 73 წლისაა, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველად 2012, მეორე ვადით კი 2017 წელს აირჩიეს.

იპნ