აფხაზეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უკანონოდ სცნო – ახალი არჩევნები 2-3 თვის შემდეგ გაიმართება

აფხაზეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უკანონოდ სცნო - ახალი არჩევნები 2-3 თვის შემდეგ გაიმართებაოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, უკანონოდ ცნო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელიც სექტემბერში გაიმართა და შესაბამისად, გააუქმა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მომხრეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

2019 წლის 8 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა, რომელმაც ხმათა 47.39 % დააგროვა, ოპოზიციის კანდიდატმა პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიწინიამ 46.17 % დააგროვა.

კვიწინიამ 11 სექტემბერს „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ წინააღმდეგ უმაღლეს სასამართლოს სარჩელით მიმართა. 20 სექტემბერს სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კანონიერად ცნო.

ახალი არჩევნები ორი-სამი თვის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სასამართლოში გივი გაბნიამ განუცხადა.

მისი თქმით, კანონში აღნიშნულია, რომ არჩვენების ჩატარების მინიმალური ვადაა ორი, მაქსიმალური – სამი თვე. საარჩევნო კომისიას ჯერ არ მიუღია სასამართლოს დღევანდელი დადგენილების გასაჩივრების გადაწყვეტილება. თუმცა, გაბნია არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.

ოპოზიციონერი, „პრეზიდენტობის“ კანდიდატი ალხაზ კვიწინია სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. თუმცა, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მოსალოდნელ არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელმა შემადგენლობამ დაადასტურა, რომ აფხაზეთში ყველა მოსამართლე არ არის ანგაჟირებული.

იპნ