ასლან ბარციცი – “ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის”

ასლან ბარციცი - "ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის"ოკუპირებული აფხაზეთის, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის განცხადებით, რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.

„რაულ ხაჯიბამ, როგორც აფხაზმა, როგორც პოლიტიკოსმა, ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის. მან რთული პოლიტიკური გზა განვლო. ის 5 წლის მანძილზე იყო ქვეყნის პრეზიდენტი. პირველად მისი მმართველობის დროს შესრულდა ქვეყნის ბიუჯეტი. მის მიერ შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო. ჯერ ძალიან ადრეა მისი საქმიანობის შეფასება“,-განაცხადა ასლან ბარციცმა.

მისივე თქმით, „ვერ ხედავს აზრს სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს“.

„მისი გადაგომა-გაწონასწორებული გადაწყვეტილებაა. ასეთი მამაცური ნაბიჯის შემდეგ, მიმაჩნია, გასაჩივრება არასწორი იქნებოდა. დაე, ისინი მოვიდნენ პოლიტიკაში, ვისაც რეალურად შეუძლია ჩვენი ხალხის გაერთიანება“, – განაცხადა ბარციცმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

იპნ