მანქანა ტროტუარზე ავარდა და 8 წლის ბავშვი მოკლა – რა მოხდა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე

მანქანა ტროტუარზე ავარდა და 8 წლის ბავშვი მოკლა - რა მოხდა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზებერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული და ისინი „ნიუ ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილები.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაღუპულია 8 წლის ბავშვი, ხოლო დაშავებულია მისი ბაბუა, რომლებსაც ავარიის შედეგად ტროტუარზე ავარდნილი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.