ავარია ხულოში – ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ავარია ხულოში - ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპახულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

შემთხვევა 7 იანვარს, დღის 3 საათისთვის მოხდა.

ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მერის წარმომადგენლის თემურ ირემაძის თქმით, დაშავებული, რომელსაც სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, დაღუპულის ნათესავია, თავად დაღუპული ახალგაზრდა კი, სოფელ ლაბაიძეების მკვიდრი.

მისივე თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ხულო-ღორჯომის მთავარი გზიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.