ბარსელონამ ვალვერდე გაუშვა და მის ადგილზე კიკე სეტიენი მოიყვანა

ბარსელონამ ვალვერდე გაუშვა და მის ადგილზე კიკე სეტიენი მოიყვანა“ბარსელონაs” დირექტორატმა საგანგებო კრებაზე მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და მის ნაცვლად კიკე სეტიენი დანიშნა.

“ბეტისის” ყოფილ თავკაცს, კიკე სეტიენს “ბარსამ” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. 61 წლის სეტიენი დროებით უმუშევარი იყო და მას კარიერაში მწვრთნელის რანგში არც ერთი ტიტული არ მოუგია.

კიკე სეტიენის ბოლო კლუბი ბეტისი იყო, საიდანაც ის გასული სეზონის ბოლოს წავიდა.

ცნობისათვის, “ბარსელონამ” მწვრთნელი ბოლოს შუა სეზონში 2003 წელს დაითხოვა სამუშაოდან – ლუი ვან გაალი, როდესაც კატალონიური გუნდი ლიდერს 20 ქულით ჩამორჩა. საბოლოოდ ის სეზონი “ბარსამ” მეექვსე ადგილზე დაასრულა.