ბათუმში მე-11 სართულიდან ლიფტი ჩავარდა – დაშავდა დედა-შვილი

ბათუმში მე-11 სართულიდან ლიფტი ჩავარდა - დაშავდა დედა-შვილიბათუმში, პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 14 იანვარს ლიფტი ჩავარდა. ლიფტში 3 ადამიანი იმყოფებოდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა.

ამ კორპუსის მაცხოვრებლის თქმით, ეს სატვირთო ლიფტი იყო, თუმცა, მას სამგზავროდ იყენებდნენ. კორპუსი ამ დროისთვის მერიას ჩაბარებული არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ბათუმელები