ბათუმში, სასტუმრო ჰილტონთან, ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

ბათუმში, სასტუმრო ჰილტონთან, ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყაბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის” მიმდებარედ, ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა.

„ძუძუმწოვრების სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევა წელს უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. გასულ წელს კი 120 შემთხვევა იყო. დაუყოვნებლივ აუცილებელი არის, რომ გამოკვლევა მოხდეს, თუ რა იწვევს დელფინების მასიურ გამორიყვას. მეტი უსაფრთხოებაა საჭირო, რადგან ზამთარში საქართველოს სანაპიროზე ძუძუმწოვრები გამოზამთრების მიზნით იყრიან თავს და აუცილებელია კვლევა ჩატარდეს”,- განაცხადა ბიოლოოგის დოქტორმა არჩილ გუჩმანიძემ.

იპნ