ბრიტანელ მოგზაურს თბილისში ველოსიპედი მოპარეს – ”თქვენთან მოსვლამდე 7.500 კმ გამოვიარე”

ბრიტანელ მოგზაურს თბილისში ველოსიპედი მოპარეს - ”თქვენთან მოსვლამდე 7.500 კმ გამოვიარე”ბრიტანელ მოგზაურ როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა, თბილისში, ჰოსტელ C2-თან ველოსიპედი მოპარეს – ამის შესახებ თავად მოგზაურმა ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში დაწერა.

“აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა გამოვიარე და 7500 კილომეტრი გადავლახე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა! მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ გამაგებინოთ. გმადლობთ,” –  წერს როუან კემპბელი სოციალურ ქსელში.

ბრიტანელმა მოგზაურმა პოლიციას უკვე მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ ჰოსტელის სიახლოვეს კამერები არ არის განთავსებული, ველოსიპედის პოვნის იმედი ნაკლებად აქვს.

რუსთავი 2