ბრუნო ფერნანდეში: ”მანჩესტერ იუნაიტედში თამაში დიდი პატივია”

ბრუნო ფერნანდეში: ”მანჩესტერ იუნაიტედში თამაში დიდი პატივია”მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა ბრუნო ფერნანდეშმა განაცხადა რომ ამ გუნდში თამაში მისთვის დიდი პატივია და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მანჩესტერს წარმატება მოუტანოს:

”ჩემამდე მანჩესტერ იუნაიტედში ყველა პორტუგალიელი წარმატებას აღწევდა, თუნდაც რონალდუ და ნანი გავიხსენოთ. იმედი მაქვს, მათ გზას გავაგრძელებ და გულშემატკივარის იმედს გავამართლებ”. ბრუნო ფერნანდეში ლისაბონის სპორტინგის ლიდერი იყო და მანჩესტერ იუნაიტედი დიდხანს ცდილობდა მის შეძენას და რამდენიმე დღის წინ ფერნანდეშმა იუნაიტედთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.