ჩოხატაურში 37 წლის გურამ გურგენიძემ თავი მოიკლა

ჩოხატაურში 37 წლის გურამ გურგენიძემ თავი მოიკლაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მცხოვრებმა 37 წლის გურამ გურგენიძემ თავი მოიკლა.

ახალგაზრდა კაცმა სანადირო თოფით მოიკლა თავი.

”შეძრწუნებული ვართ, არ ვიცით, რა მოხდა. დილით გავიგე მომხდარის შესახებ. რატომ უნდა გაემეტებინა თავი, ვერ გეტყვით. შესანიშნავი ახალგაზრდა იყო, ჩამოყალიბებული პიროვნება, მშრომელი. დამწუხრებულია მთელი სოფელი”, – უთხრა გურია ნიუსს მერი წარმომადგენელმა სოფელ გუთურში გიორგი პაიჭაძემ.

გარდაცვლილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.

გურია ნიუსი