დამლაგებლები ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოსთან მივიდნენ

დამლაგებლები ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოსთან მივიდნენთბილისის საკრებულოსთან, სადაც ოპოზიცის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად იმიტომ დაუპირისპირდნენ საკრებულოს”ქართული ოცნების” წევრები, რომ რამდენიმე კვირის წინ 20-მდე დამლაგებელმა ხაბეიშვილს მათი პრობლემის შესახებ მიმართა.

დამლაგებლების განმარტებით, მათი ხელფასი 200 ლარს შეადგენს, რაც რეალურად არასაკმარისია.

მათივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერით ისაუბრა, ამიტომ მიიჩნევენ რომ ხაბეიშვილს მათი პრობლემის გამო დაუპირისპირდნენ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, ისინი საკრებულოსთან ხაბეიშვილის სოლიდარობის მიზნით მივიდნენ.

იპნ

ლევან ხაბეიშვილი – ”მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან”