დავით ჭიჭინაძე – ”გახარიამ საჯარო შეურაცხყოფით გომელაურზე შური იძია”

დავით ჭიჭინაძე - ''გახარიამ საჯარო შეურაცხყოფით გომელაურზე შური იძია''პოლიტიკური მოძრაობა ‘’ტრიბუნა’’ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, სამთვარობო კულუარებში მიმდინარე მოვლენებს აფასებს – ‘’გახარიამ, როგორც კი საშუალება მიეცა, საჯარო შეურაცხყოფით შური იძია გომელაურზე’’.

ჭიჭნაძეს თქმით, პრემიერ გახარიას ბევრი არასწორი ნაბიჯი აქვს გადაგმული პოლიციის მუნდირთან დაკავშრიებით.

‘’ ის, რომ დღეს გიორგი გახარია ვითომ პოლიციის მუნდირს იცავს, მეტს არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვახტანგ გომელაურმა შეცდომა დაუშვა კომენტარებში და გიორგი გახარიამ შური იძია მასზე და საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. რადგან თავად გახარიასაც საკმაოდ ბევრი არასწორი ნაბიჯი აქვს გადადგმული პოლიციის მუნდირთან დაკავშირებით.

თუნდაც პანკისის ხეობაში შეყვანილი ჩვენი პოლიციელები და სპეცრაზმი რომ გავიხსენოთ, იქიდან ისე გამოიყვანა, რისი გულისთვის დღემდე გაურკვეველია და არც გამოძიებულია.

მოკლედ, ის რომ გახარია მხოლოდ განათლების და სოფლის მეურნეობის პრემიერი იქნებოდა, ეს მე ჯერ კიდევ მისი დანიშვის დღეს ვთქვი. ახლა კი, გახარია უკვე აღარავის პრემიერი აღარ არი და ეს ფაქტია’’. – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ნიუპოსტი