დიდუბის ავტოსადგურთან ერთმანეთს 3 ავტომობილი და 1 მოტოციკლი შეეჯახა

დიდუბის ავტოსადგურთან ერთმანეთს 3 ავტომობილი და 1 მოტოციკლი შეეჯახაავარია მოხდა თბილისში – დიდუბის ავტოსადგურთან ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3ადამიანი დაშავდა. მათ შორის 1 ქალია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა.

ერთ-ერთ დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

რუსთავი 2