ე.გ.-მ თავის მანქანაში ბრიტანეთის მოქალაქე თ.ჰ. გააუპატიურა – მას 7 წელი მიესაჯა

ე.გ.-მ თავის მანქანაში ბრიტანეთის მოქალაქე თ.ჰ. გააუპატიურა - მას 7 წელი მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ე.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.გ.-მ 2019 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, ბრიტანეთის მოქალაქე თ.ჰ. გააუპატიურა.

„სამართალდამცველებმა ე.გ. 2019 წლის 27 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.