ედისონ კავანიმ შესაძლოა კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს

ედისონ კავანიმ შესაძლოა კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოსპსჟ-ს ფორვარდმა ედისონ კავანიმ შესაძლოა კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს, თუმცა წესით ის ატლეტიკოში უნდა გადასულიყო. ატლეტიკოში ტრანსფერი ჯერჯერობით გაუგებარი მიზეზების გამო გაჭიანურდა, ამიტომ კავანის ახალი მსურველი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის 40 მილიონი გადაიხადოს და ეს თანხა პარიზელებს აკმაყოფილებთ.

კავანიმ პსჟ-ში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მას წასვლა სწორედ ამ მიზეზის გამო სურს. ურუგვაელი ფეხბურთელი პსჟ-ს ღირსებას 2013 წლიდან იცავს.