გიგი უგულავა _ ”არჩილ თალაკვაძე გულწრფელი რეგვენია”

გიგი უგულავა _ ”არჩილ თალაკვაძე გულწრფელი რეგვენია”არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება საპროტესტო მუხტს განმუხტავდა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეხმაურება.
უგულავას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარა, რომ თავიდანვე ატყუებდნენ ხალხს.
“მივესალმები გულწრფელ რეგვენობას, იმიტომ, რომ ამით აღიარა ხელისუფლებამ, რომ თავიდანვე ატყუებდა ხალხს. ეს რეგვენის პოზიციაა. მაგრამ, ამავე დროს, უნდა დავუფასოთ ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ის არის გულწრფელი რეგვენი. გულწრფელობა კარგი თვისებაა,” – აცხადებს გიგი უგულავა.