გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 

გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას თორნიკე მმამალაძე ავრცელებს. თორნიკე მამალძე ითხოვს, რომ დეკანოზი სასწრაფოდ გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას სატანადო მკურნალობას ჩაუტარებენ.

სასულიერო პირის ძმა არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია იქიდან გამომდინარე, რომ დეკანოზი 11 თვეა პარალიზებულია. პარალიზებული ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით არის დაწვრილებული. ეს ციხის საავადმყოფოს ექიმებს ოქმებშიც აქვთ აღნიშნული. ჩვენ ვამზადებთ სარჩელს , რომელიც გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში და მოვითხოვთ, რომ ჩემი ძმა გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში” – აცხადებს თორნიკე მამალაძე