გლდანის ხიდებთან სამარშრუტო ტაქსს მანქანა შეეჯახა

გლდანის ხიდებთან სამარშრუტო ტაქსს მანქანა შეეჯახაავარია თბილისში – გლდანის ხიდებთან სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

დაზიანებულია მერსედესის მარკის ავტომობილი. ფაქტზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.