გურიაში 80 წლის ქალი დისშვილმა გაგუდული იპოვა – სახლიდან მერსედესის ჯიპია დაკარგული

გურიაში 80 წლის ქალი დისშვილმა გაგუდული იპოვა - სახლიდან მერსედესის ჯიპია დაკარგულიგურიაში, 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. დანაშაული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მოხდა.

ი.ხ. მისმა დისშვილმა სახლში გაგუდული იპოვა.

”მარტო ცხოვრობდა. როგორც მეზობლებმა ვიცით, დისშვილები პატრონობდნენ. ახლაც, ახალი წლის ღამეს ესტუმრა დისშვილი და ასეთი საშინელება დატრიალდა.

თავად დისშვილი ყაჩაღობის დროს სახლში არ იმყოფებოდა, მანქანა კი დატოვებული ჰყავდა. უკან რომ დაბრუნდა, საზარელი ამბავი დახვდა.

კეთილშობილი და სათნო ადამიანი იყო. რა უნდოდათ, ან ვინ გაიმეტა ასე სასიკვდილოდ, არავინ ვიცით”, – უთხრეს ”გურიანიუსს” გარდაცვლილის მეზობლებმა.

“კურიერის” ინფორმაციით, სახლიდან დაკარგულია “მერსედესის” მარკის ჯიპი.