გურჯაანის პურის საცხობში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

გურჯაანის პურის საცხობში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვესგურჯაანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – ამის შესახებ ექიმი აცხადებს.

პურის საცხობში უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი თანამშრომელმა იპოვა.

მძიმე მდგომარეობის გამო, ორივე თბილისში გადმოიყვანეს და ამ დროისთვის, პაციენტები მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

“ამ ეტაპზე ორივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კრიტიკულად მძიმეა ორივე. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დასტაბილურდება. არ ვიცით ანამნეზის და ინტოქსიკაციის ხანგრძლივობა, ნანახია გაამთენიისას ორივე. როდის გახდნენ ცუდად, როდის დაიწყო ეს პრობლემები არავინ არ იცის,” – აღნიშნა მკურნალმა ექიმმა.