გურჯაანში სატვირთო რამდენიმე მანქანას და შენობას დაეჯახა

გურჯაანში სატვირთო რამდენიმე მანქანას და შენობას დაეჯახაგურჯაანის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მანქანას, ბოლოს კი ერთ-ერთ შენობას შეეჯახა. შედეგად მსუბუქად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა გოგო.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა სატვირთო ავტომობილის გაჩერება ვერ შეძლო.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

იპნ