გურჯაანთან ავარიაში 24 წლის მამა და მისი 2 წლის შვილი დაიღუპნენ

გურჯაანთან ავარიაში 24 წლის მამა და მისი 2 წლის შვილი დაიღუპნენგურჯაანთან ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა. გვიან ღამით ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 24 წლის მამაკაცი და მისი 2 წლის შვილი.

მანქანაში მყოფმა ერთმა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

იპნ