ჰარი კეინმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს

ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს, რადგან ოპერაციის შემდეგ მას უფრო ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება, ვიდრე ამას თავიდან ფიქრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კეინმა შესაძლოა 5 თვე გამოტოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ევროპის ჩემპიონატზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

თვითონ კეინს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ ის ამას რამდენიმე დღეში გააკეთებს.