იბრაჰიმოვიჩი: ”მილანს ძველ დიდებას დავუბრუნებ”

იბრაჰიმოვიჩი: ”მილანს ძველ დიდებას დავუბრუნებ”ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკვე მილანში იმყოფება და მალე ის გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. იბრამ გულშემატკივრებს მიმართა და მათ დაპირდა რომ მილანს ძველ დიდებას დაუბრუნებს. ზლატანი უკვე თამაშობდა ამ გუნდში და მაშინ მილანელებმა იტალიის ჩემპიონატი მოიგეს:

”ბედნიერი ვარ რომ მილანში დავბრუნდი, რადგან აქ საოცარი წლები მაქვს გატარებული. მინდა რომ სან სიროზე ისევ ძველი მილანი იხილოს გულშემატკივარმა და ამას აუცილებლად შევძლებთ. მინდა რომ ეს გუნდი იქ დაბრუნდეს, სადაც არის მისი ადგილი”.