ილიკო გურაშვილს დეიდის, ირინა ხაილოვას, მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

წნორში დეიდის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს მამაკაცს ბრალი წაუყენეს.

26 წლის ილიკო გურაშვილს გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ძარცვას ედავება, რაც მოკლულის სახლიდან ძვირფასეულობის წაღებას უკავშირდება.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ მკვლელობის ნაწილში აღიარებს.

წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 12:30 – ზე გაიმართება.

ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი დეიდის, 50 წლის ირინა ხაილოვას მკვლელობის და მისი სახლის ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი