ირაკლი აროშიძემ ფეისბუქში დაწერა:
”ნამდვილად არ მინდა თავი ამოვყო სიბინძურეში, რომელსაც დღევანდელი პოლიტიკა ქვია..არ მინდა ქუჩაში გაჭირვებულს ვხედავდე, უმწეო პაციენტს, რომელსაც ელემენტარული წამლის ფული არ უდევს ჯიბეში…
არ მინდა ამდენ შიმშილისგან დაბეჩავებულ ადამიანს ვუყურებდე, რომლებიც ნაგვის ურნებზე ეძებენ საკვებს…
არ მინდა ამდენ პატარას ვხედავდე, რომლებსაც ელემენტარული დაფინანსება არ ააქვთ იმკურნალონ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში…
მშვიდად მინდა ვიცხოვრო ჩემს სამშობლოში და ვეცადო ჩემი სიმშვიდე სხვებსაც თანაბრად გადავუნაწილო. ვეცადო დავეხმარო თითოეულ მოქალაქეს, ჩემი საქართველოსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენს ქვეყანაში…
ამიტომ მოვდივარ პოლიტიკაში…”

