ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიესსაქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

კენჭისყრა სტრასბურგში, ევროსაბჭოს ზამთრის სესიის ფარგლებში ჩატარდა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა. ხვალ კი, საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

იპნ