ირანელი გენერალი ხაჯიზადე – „როცა გავიგე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, სიკვდილი ვინატრე”

ირანელი გენერალი ხაჯიზადე - „როცა გავიგე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, სიკვდილი ვინატრე”ირანის რევოლუციური გვარდიის გენერლის, ამირ ალი ხაჯიზადეს თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მთავრობა მიიღებს, გვარდია მას შეასრულებს. ამის შესახებ მან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„როცა გავიგე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, სიკვდილი ვინატრე, რომ ამ ტრაგედიის მოწმე არ ვყოფილიყავი. ჩვენ მთელ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მთავრობამ, ჩვენ მას შევასრულებთ“, – განაცხადა ხაჯიზადემ.

შეგახსენებთ, თეირანში „უკრაინის ავიახაზების“ ჩამოგდებაზე სრული პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი შეცდომით „მტრულ სამიზნედ“ აღიქვეს, რადგან სამხედროები „მზაობის უმაღლეს დონეზე“ იყვნენ.

ბოინგ 737 თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

იპნ