ჯანო ანანიძემ სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა

ჯანო ანანიძემ სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტაჯანო ანანიძის და მოსკოვის სპარტაკის გზები ოფიციალურად გაიყო. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ანანიძემ სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა და ის სავარაუდოდ კარიერას კვიპროსის ანართოსისში გააგრძელებს, სადაც მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.

ანანიძემ სპარტაკში 10 წელიწადზე მეტი გაატარა და ბოლო რამდენიმე სეზონი ის ტრავმების გამო იშვიათად გამოდიოდა მოედანზე. ჯანოს თქმით სპარტაკი მუდმივად დარჩება მის გულში, რადგან ამ გუნდთან მას უამრავი მოგონება აკავშირებს.