ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდასერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში მან როჯერ ფედერერი დაამარცხა ანგარიშით 7:6, 6:4, 6:3. ჯოკოვიჩი პირველ სეტში 2:5 აგებდა, მაგრამ მან შეძლო სეტის  შემოტრიალება და საბოლოოდ შეხვედრა დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა.

ნოვაკი ფინალში ზვერევის და დომინიკ ტიმის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. ეს შეხვედრა პარასკევს გაიმართება. თუ ჯოკოვიჩმა ტურნირის მოგება შეძლო, მაშინ ის ისევ პირველი ჩოგანი გახდება და რაფაელ ნადალი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს.