კალაძე სტრასბურში წარსადგენი საიმიჯო ვიდეოს დამზადებაში 120 ათას ლარს დახარჯავს

კალაძე სტრასბურში წარსადგენი საიმიჯო ვიდეოს დამზადებაში 120 ათას ლარს დახარჯავსმერია სტრასბურში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე თბილისის შესახებ საიმიჯო ვიდეოს დამზადებაში 120 ათასი ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით დამზადდება.

ვიდეორგოლის ხანგრძლივობა 2,5 წთ-დან 4 წუთამდე იქნება. უწყება განმარტავს, რომ კლიპში ასახული იქნება თბილისის ტურისტული პოტენციალი, მოგზაურობის უპირატესობები, კულტურა, არქიტექტურა და ისტორია.

ვიდეორგოლის ჩვენება 2020 წლის 17 მარტს სტრასბურში იგეგმება.

ნიუპოსტი