“კალაძემ ოპოზიციას შეუთვალა, რომ ივანიშვილის ჩამოგდებაში დაეხმარება”

 "კალაძემ ოპოზიციას შეუთვალა, რომ ივანიშვილის ჩამოგდებაში დაეხმარება"ოპოზიცია და მედია უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მერის გარემოცვის დაპატიმრებას ოროგნოზირებს. ხელსიუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კალაძის მაღალი რეიტინგი ივანიშვილს ისე აღიზიანებს, რომ კახაძის მიმართ კორუფციული გარიგებები უკვე დაწყებულია.როგორც ჩანს ოლიგარქის განწყბის შესახებ იცის თავად კახა კალაძემაც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციას შეუთვალა “თქვანთან ვარო”.

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, დაკავებების მიზეზი კორუფციული გარიგებებია. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ კალაძემ მმართველი პარტია უახლოეს პერიოდში დატოვოს.

ელისაშვილისვე ინფორმაციით, დედაქალაქის მერა უკვე დაიწყო გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან ურთიერთობა და რამდენიმე პოლიტიკოსს შეუთვალა კიდეც, რომ საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავა.

“თვეზე მეტია სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური იძიებს კალაძის კორუფციულ საქმეებს და რამდენადაც ვიცი, არაერთი ადამიანი დაიკითხა “არქი ჯგუფის” და კალაძის კორუფციული სქემის შესახებ. ჩემი ინფორმაციით უახლოეს პერიოდში დაიწყება კალაძის უახლეოსი გარემოცვის წევრების დაჭერები. კალაძე კარგად ხვდება, რომ, ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გემი იძირება. როცა შეერთებულ შტატებში ღიად საუბრობენ, რომ შესაძლოა ივანიშვილს ანგარიშები გაუყინონ, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის საქმე არის წასული და ამას კალაძე კარგად ხედავს. მან ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეუთვალა, რომ მას თუ ხელს არ ახლებენ, ის საჭორო დროს დაუპირისპირდება ივანიშვილს და მის ჩამოგდებაში დაეხმარება დანარჩენ ოპოზიციას”- აცხადებს ელისაშვილი.

კორუფციული გარიგებების სკანდალზე ამახვილსბს ყურადღებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილიც.

მისი თქმით, კალაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც კორუფციას შეეხებოდა ერთგვარი გაფრთხიოლება იყო.

“როგორც ჩანს, მას აქვს ინფორმაცია, რომ მის გარშემო დაიწყება დაკავებები და ეს ისნებს მისთვის გამაფრთხილებელი. საბოლოო ჯამში არ მგონია, რომ ივანიშვილმა რეალური კორუმპირებულისა და ყაჩაღის, თავად კალაძის დაკავება გადაწყვიტოს. იმის ილუზია არ მაქვს რომ ივანიშვილი და კალაძე ერთმანეთს დაუპირიპირდებიან – არ მგონია, რომ ორმა ყაჩაღი, რომელმაც ერთმანეთზე ძალიან ბევრი რამ იცის, ერთმანეთს დაერიოს. ყველამ ვიცით, რო “პროგრეს ბანკის” საქმეში ისინი ერთად არიან”- აცხადებს ხაბეიშვილი.

თავად კალაძემ ამ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა და თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიუპოსტი