კავანი ატლეტიკოს რამდენიმე დღეში შეუერთდება

კავანი ატლეტიკოს რამდენიმე დღეში შეუერთდებაპსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი საბოლოოდ მაინც მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელი გახდება. გუნდებმა უკვე მოილაპარაკეს და უახლოეს დღეებში კავანი მადრიდში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ჯერჯერობით არ სახელდება თანხა, რომელსაც ატლეტიკო ამ ტრანსფერში გადაიხდის. კავანი ატლეტიკოში რამდენიმე კვირის წინ უნდა გადასულიყო, მაგრამ პსჟ და ატლეტიკო სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ჩანს ეს პრობლემა მოგვარებულია.