კავანის სატრანსფერო საგა გრძელდება

კავანის სატრანსფერო საგა გრძელდებაედისონ კავანის სატრანსფერო საგა კვლავ გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ის კარიერას. ყველაზე მეტად მისი შეძენა მადრიდის ატლეტიკოს სურს, მაგრამ ატლეტიკო და პსჟ სატრანსფერი ფასში ვერ თანხმდებიან. პსჟ 30 მილიონს ითხოვს, ხოლო ატლეტიკოს კი მხოლოდ 20-ის გადახდა სურს.

სავარაუდოდ პარიზელებს დათმობა მოუწევთ, რადგან ზაფხულში კავანის კონტრაქტი უმთავრდება და ის თავისუფალი აგენტის სახით დატოვებს გუნდს. კავანიმ განაცხადა რომ ის პსჟ-სთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს.