“ხალხი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, შესაძლოა, კორონავირუსი გლობალურ ეპიდემიად იქცეს”

"ხალხი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, შესაძლოა, კორონავირუსი გლობალურ ეპიდემიად იქცეს"ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი გაბრიელ ლიუნგი აცხადებს, რომ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც კორონავირუსითაა დაინფიცირებული, შესაძლოა, პოტენციურად ყოველ ექვს დღეში გაორმაგდეს.

ლიუნგ„ი აცხადებს, რომ ამის შესახებ ანგარიში პეკინისა და ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირებს, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უკვე მიაწოდა.

მისივე თქმით, შესაძლოა, იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ვირუსის ინკუპაციის პერიოდს გადის 44 000-ს უტოლდებოდეს.

„ეს წინასწარმეტყველება არ არის, ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, თუმცა მონაცემები, რომელიც ჩვენს ხელთაა, განგაშის საფუძველს გვაძლევს.

ხალხი მზად უნდა იყოს, რომ ეს შესაძლოა, გლობალურ ეპიდემიად გადაიქცეს, თუმცა ამის თქმა დაზუსტებით არ შეიძლება… ჩვენ უკეთესად უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა მეცნიერმა.