ხანძარი წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმ “მეგობრობაში” – 2 ადამიანი დაიღუპა

ხანძარი წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" -  2 ადამიანი დაიღუპაწყალტუბოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

ხანძარი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩნდა, რომელიც ამჟამად დევნილთა საერთო საცხოვრებელია. გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან.

„3-სართულიან შენობაში ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ერთ ოთახში ხანძრის ღია კერა და ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ. შენობაში 1 ოთახი დაიწვა და მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს, რომ ხანძარი მთლიან შენობაზე არ გავრცელებულიყო. მოხდა 35 მოქალაქის უსაფრთხო ევაკუაცია, ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის ეკიპაჟები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.