“ხელი ჩაწიე, უზნეო ხალხი ხართ” – ლაჩარი ხარ!”- დაპირისპირება მდინარაძე-ბოკუჩავას შორის 

"ხელი ჩაწიე, უზნეო ხალხი ხართ" - ლაჩარი ხარ!"- დაპირისპირება მდინარაძე-ბოკუჩავას შორის მამუკა მდინარაძის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში „პროვოკაციის საფრთხის გამო“ არ უშვებენ.
“მკვდარი ადამიანით სპეკულირებთ”- ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც თინა ბიკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების შემოყვანაზე ნებართვის დაშვება მოითხოვა.

უმრავლესობა უარის მიზეზად “მოსალოდნელ პროვოკაციებს” ასახელებს. მამუკა მდინარაძის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში „პროვოკაციის საფრთხის გამო“ არ უშვებენ.

მდინარაძემ ბოკუჩავა “მიშას დავალებების” შესრულებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ბოკუჩავამ დეპუტატს მიმართა, რომ “მას მაჩალიკაშვილის ტრაგედიაზე ღიმილი შეუძლია, რაც უმსგავსობაა”.

ენმ-ს წევრმა ოპონენტს შესახენა, რომ “ხელისუფლებაში ბარბარე რაფალიანსის” საქმით მოვიდა.

“შენ და მიხეილ სააკაშვილი სპეკულირებთ”, – მიმართა მდინარაძემ ბოკუჩავას, რასაც დეპუტატის პასუხი მოჰყვა: “7 წელია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, თქვენ მისი ლანდისაც კი გეშინიათ…”

ნიუპოსტი