კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდაკიევში ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში 67 პაციენტის ნიმუშის გამოკვლევის თანახმად, 12 ადამიანს სხვადასხვა სახის ვირუსით დაავადება დაუდგინდა, რომელთა შორის ერთ შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა,- ინფორმაციას აქვეყნებს unian-ი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს კიევის საოლქო ლაბორატორიაზე დაყრდნობით.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული პიროვნება უკრაინის მოქალაქეა. უკრაინის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, მედიკოსებმა კორონავირუსის ანალოგიური სიმპქომები აღმოაჩინეს 3 ადამიანზე, თუმცა ლაბორატიული გამოკვლევების შედეგად, მხოლოდ 1 ადამიანს აღმოაჩნდა ორგანიზმში ვირუსის უჯრედული შემადგენლობა.

ნიუპოსტი