კიკე სეტიენმა ფეხბურთელები გააკრიტიკა

კიკე სეტიენმა ფეხბურთელები გააკრიტიკაბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ვალენსიასთან მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა ჟურნალისტებთან და თქვა რომ ფეხბურთელებმა მის მიერ მიცემული დავალებები ვერ შეასრულეს და ამის გამო ის იმედგაცრუებულია:

”ვალენსია თავს კარგად იცავდა და მათ სივრცეები შეგვიზღუდეს, მაგრამ ეს არ გვამართლებს. ფეხბურთელებმა ჩემს მიერ მიცემული დავალებები ვერ შეასრულეს და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ხარვეზები გამოვასწოროთ”. ბარსელონამ ვალენსიასთან 0:2 წააგო და ლიდერობა დაკარგა.