კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა

კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპაკობი ბრაიანტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

გაირკვა, რომ ვერტმფრენის ბორტზე, რომელიც კალიფორნიაში ჩამოვარდა, მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანაც იმყოფებოდა.

ჯიანა კალათბურთში ვარჯიშობდა და მისი მწვრთნელი მამამისი იყო.

ბორტზე იმყოფებოდა სხვა კალათბურთელიც, სავარაუდოდ, ჯიანას თანაგუნდელი, და მისი მშობელი.

ვერტმფრენი კალათბურთის მატჩზე მიფრინავდა.