კონგრესმენი პიტ ოლსონი – “საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ებრძვის დემოკრატიულ ფასეულობებს”

ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს! – ამის შესახებ კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მან გააზიარა აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილი, რომელშიც საქართველოში არსებულ ვითარებაზეა საუბარი და თან დაურთო საკუთარი კომენტარი.

„ვეთანხმები ჩემს კოლეგას, ადამ კინზინგერს: საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პროტესტანტების წინაშე სისასტიკესა და ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციების წინააღმდეგ ანტაგონიზმში, რომელიც ორივე ქვეყანას ხელს შეუწყობდა. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს!“, – უწერია „ტვიტერზე“ პიტ ოლსონს.

იპნ