კუბასთან მიწისძვრა მოხდა – ბიძგები აშშ-ის ფლორიდის შტატშიც იგრძნობოდა

კუბასთან მიწისძვრა მოხდა - ბიძგები აშშ-ის ფლორიდის შტატშიც იგრძნობოდაკუბის სამხრეთით და იამაიკის ჩრდილო-დასავლეთით 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. სტიქიის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

მიწისძვრა ფლორიდის შტატშიც იგრძნობოდა. ამერიკული მედია მიწისძვრის დროს მაიამიში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც რამდენიმე შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა.

სტიქიის შემდეგ იამაიკაზე, კუბასა და კაიმანის კუნძლებზე მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო.

ამ ეტაპზე, ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პირველი არხი