ლევან გელბახიანს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცემა

ლევან გელბახიანს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცემაქართველი მსახიობის ლევან გელბახიანს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცემა.
ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი 10 ახალგაზრდა ევროპელ მსახიობს შორის მოხვდა.

ისინი ბერლინის კინოფესტივალზე ამომავალი ვარსკვლავის ტიტულით წარდგებიან.
საუკეთესო ათეულში არიან ახალგაზრდა მსახიობები საქართველოდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, დანიიდან და შვეიცარიიდან.
ლევან გელბახიანი საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა წარადგინა, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციისგან შემდგარი “ევროპული კინოს პრომოუშენის” საერთაშორისო ქსელის წევრია.
ბერლინალეს მსვლელობისას ლევან გელბახიანს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, მოუწევს, პირისპირ შეხვდეს კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს.