ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის “ოცნების” დეპუტატებს, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას, ბრალი წარედგინათ

ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის "ოცნების" დეპუტატებს, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას, ბრალი წარედგინათლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” დეპუტატებს ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

რუსთავი 2