მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდასაკანონმდებლო ორგანოში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ისინი პარლამენტში არ შეუშვა.

ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი ითხოვდნენ, რომ საშუალება მიეცათ მათთვის პარლამენტში ესაუბრათ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე და იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პროკურატურამ მიიღო.

დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე წუთში მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელიც ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს.

იპნ