მარტვილში 40 წლის რ.ჯ. მოკლეს – დაკავებულია ჯ.ნ. – ვიდეო

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ბრალდებულის სახლში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. მამაკაცმა ოჯახის ახლობელი ცივი იარაღით მოკლა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარტვილში მომხდარი მკვლელობა გახსნეს – დაკავებულია 1 პირი: 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.